საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას სტუდენტები პრეზიდენტს იმ საკითხების შესახებ ესაუბრნენ, რომლებსაც ისინი სწავლის პროცესში აწყდებიან.

საუბარი შეეხო სწავლის პროცესში სტუდეტებისათვის შექმნილ სირთულეებს, როგორიცაა წყაროებსა და დოკუმენტაციაზე წვდომის საკითხი. რაზეც, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მიეცეთ შესაძლებლობა და ჰქონდეთ წვდომა იმ კონკრეტულ დოკუმენტაციასთან და წყაროებთან დაკავშირებით, რომელიც მათ კვლევისას ან სწავლის პროცესში სჭირდებათ.

პრეზიდენტის განცხადებით, სტუდენტებმა შესაძლებელია გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და უნარები, რათა მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია, მაგალითისათვის კი სალომე ზურაბიშვილმა ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ ორგანიზებულად ინფორმაციის განთავსება დაასახელა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი სანდო და ვრცელი სტატია დაიდება ვიკიპედიაში სხვადასხვა ენაზე, მით უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა და მოხდება მისი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს