14.07.2025 / 09:02
ბექა ბასილაია - ხელისუფლება მიშას ექცევა, როგორც ტყვეს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, რომლის წინაც ძრწის და რომლის თავისუფლებაც მათ აშინებს

ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიშას ექცევა, როგორც ტყვეს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, რომლის წინაც ძრწის და რომლის თავისუფლებაც მათ აშინებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხეში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ციხის შიდა პერიმეტრზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და აღნიშნული ძალის დემონსტრირება სრულიად გაუგებარია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად რაც ხანგრძლივდება შიმშილობა, პარალელურად პენიტენციური სამსახური ქმნის დაბრკოლებებს პირადი ექიმის ვიზიტთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს არის როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამავდროულად არის ბარბაროსული ქცევა. ამავდროულად, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ვითარებაში, როდესაც შიმშილობის დღეები მატულობს, მიშას ფიზიკური მდგომარეობა იქნება სულ უფრო რთული და პრობლემური. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პოლიტიკური დევნა დასრულდეს და მიშა იყოს თავისუფალი და ამისთვის, ყველა ლეგიტიმური, დემოკრატიული წესი უნდა იქნას გამოყენებული.

რაც შეეხება ვითარებას, რომელსაც აქ ვხედავთ - ჯებირებით შემოღობეს, შემდეგ სასჯელაღსრულების თანამშრომლების კონცენტრაციის მატებას ვხედავთ და აქ ვინ არის? აქ მოვდივართ ადვოკატები და ჟურნალისტები. ამის საჭიროება, ძალის დემონსტრირება და ბარიკადების დემონსტრირება ეს სრულიად გაუგებარი რამ არის. სირცხვილია მედიის და კამერების ასეთი შიში. რაც შეეხება შიდა პერიმეტრს - მას შემდეგ, რაც დააკავეს მიხეილ სააკაშვილი შიგნით მობილიზებულია სპეცტექნიკა, რა უბედურებაა, რა შიშებია, იქეთ პროცესებს არ ნიშნავენ, აქეთ სპეცტექნიკაა ციხეში მობილიზებული - ასეთი შეძრწუნებული ხელისუფლება, ამდენი ხანი იმუქრებოდა, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიშას ექცევა როგორც ტყვეს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, რომლის წინაც ძრწის და რომლის თავისუფლებაც მათ აშინებს", - განაცხადა ბასილაიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ