სოზარ სუბარი - აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში იყოს

აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში იყოს და არავის მოუნდეს კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა და სადმე შტურმის მიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც 14 ოქტომბერს დაანონსებულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აქცია მიზანს ვერ მიაღწევს და სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება.

„აქციის ჩატარების უფლება აქვს ყველას. ხვალ იქნება მორიგი აქცია, რომელსაც პერიოდულად ატარებენ ხოლმე, სამი თვით ადრე რომ იტყვიან და დაანონსებენ, რომ ქვეყანას შეძრავენ და შემდეგ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასს კაცს შეკრებენ, შემდეგ კი, დაიშლებინ და სახლში წავლენ. აქციის უფლება ყველას აქვს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში ჩატარდეს და არავის არ მოუნდეს კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა და სადმე შტურმის მიტანა. შტურმის ალბათობას არანაირად არ ვუშვებ, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამე არ მოხდება. რაც შეეხება აქციის მიზანს, სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან მის მიმართ განაჩენები არის ძალაში შესული და კიდევ მიმდინარეობს სხვა საქმეებზეც გამოძიება,"- განაცხადა სუბარმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ