სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 13 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 13 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მედიას მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმეში სააგენტო საკუთარი მანდატით არის ჩართული და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

„დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, არასრულწლოვანი პირის მიმართ, შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, მათ შორის ბავშვის ოჯახის თხოვნით, სააგენტო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მედიას მიმართავს თხოვნით, გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს არ მიადგეს ზიანი.

სააგენტო თავისი მანდატით ჩართულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს