დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

„ერთი მხრივ, ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომ გააფართოონ საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს თვითდასაქმებაში. თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, ორივე პროგრამის ფარგლებში, გრანტი 80-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ