ევროპალატის თემატურ სესიაზე სავაჭრო პალატის მიერ პანდემიის დროს განხორციელებულ მეწარმეების მხარდამჭერ პროექტებს მოუსმინეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ევროპალატის მიერ ორგანიზებულ სამდღიან თემატურ სესიებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპის ქვეყნების ეკონომიკის გაჯანსაღებას კონკურენტუნარიანი, მდგრადი და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით, მიეძღვნა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, სესიები 12-14 ოქტომბრის ჩათვლით ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და14 ოქტომბერს გამართული სესია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გაჯანსაღების საკითხს მიეძღვნა.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, რომელიც მიწვეული იყო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სპიკერი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის თემას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეეხო.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მიზანიც არის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს მეწარმეების მხარდაჭერა.

მათივე ცნობით, სესიებში მონაწილეობდნენ თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტი და ამავდროულად, ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი რიფატ ჰისარჩიკლიოღლი, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პალატების საინვესტიციო ფორუმის პრეზიდენტი და სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მარკო კადესი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა