რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, ციხეში მყოფ ახლობლებს ესაუბრნენ და არცერთი პატიმარი არ დაშავებულა.

მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადგილი ჰქონდა „ბუნტის“ მცდელობას, სიცრუეა.

"მითხრეს, ტელევიზიამ გადმოსცა „ბუნტიაო“ და გულგახეთქილი გამოვიქეცი. „ბუნტი“ რომ ყოფილიყო ყველა მიხვდებოდა, სპეცრაზმით გადავსებული იქნებოდა აქაურობა. ახლა აქა-იქ დგას პოლიციელი. ან რისთვის უნდა ყოფილიყო „ბუნტი“, ვის სჭირდება? მოვითხოვეთ მშობლებმა, რომ გამოსულიყო წარმომადგენელი და თუნდაც ვინც აქ ვიყავით მშობლები, იმათი შვილებისთვის გადაეცათ, რომ დაერეკათ. ყურადღება მოგვაქციეს. არაფერი ისეთი არ არის", - განაცხადა ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა.

„ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს