სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები აქვთ, თუმცა აცხადებს, რომ ეს გადაბირება არ არის

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, პარტიიდან „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“ საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.

როგორც სუბარი აღიშნავს, ეს არ არის გადაბირება.

„რომ ველაპარაკოთ ადამიანს, „ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის, სამართლის ღალატი და არ არის სწორი იქ დგომა, გადმოდი სწორ მხარეს“, - ეს გადაბირება არ არის. ბუნებრივია ველაპარაკებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი. თუ მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრან ალიანსი, შეკრან ალიანსი - იქნება რამდენიმე ოპოზიციური საკრებულო, მერე რა?!“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ველოდებით, მათ შორის საკრებულოებში, სადაც არის მეორე ტური. ერთ-ერთი არის თბილისში, საბურთალოზე. ძალიან დამაჯერებლად და მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება