ალუდა ღუდუშაური - ბევრი უგულავა და ქარდავა „ნაციონალურ მოძრაობას“ - რაც მეტად გამოაჩენენ დისკრედიტებულ ადამიანებს, მით უკეთესი

უგულავა კანონს არ იცავს და ბიუჯეტს იპარავს, ამის შემდეგ უტიფრად თავს უფლებას აძლევს, წარსდგეს მოქალაქეებთან. რა გასაკვირია, როცა აქვს კოვიდი და არც კი ცდილობს მოქალაქეებს საფრთხე არ შეუქმნას - ბევრი უგულავა და ქარდავა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგი უგულავას აქციაზე გამოჩენას, რომელმაც 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ღუდუშაურის თქმით, „რაც მეტად გამოაჩენენ დისკრედიტებულ ადამიანებს, მით უკეთესი იქნება“.

„უგულავას სულაც რომ არ ჰქონოდა კოვიდი და ჯანმრთელი ყოფილიყო, მეტი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორ შეიძლება ეს უტიფარი, პოლიტიკური დივიდენდის არმქონე და სახელმწიფო ბიუჯეტის და მოქალაქეების ფულის მიმთვისებელი, გამოდიოდეს და თავს უფლებას აძლევდეს ცენტრალურ მოედანზე დადგეს და პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. ამიტომ ბევრი უგულავა მათ, ბევრი მეგის ქარდავა „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც მეტად გამოაჩენენ დისკრედიტებულ ადამიანებს, მით უკეთესი. რაც შეეხება რეგულაციების არდაცვას, კანონს არ იცავს და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს იპარავს, ამის შემდეგ ასეთ უტიფრობას აქვს ადგილი, რომ თავს უფლებას აძლევს წარსდგეს მოქალაქეებთან და განცხადებები გააკეთოს. რა გასაკვირია, რომ მისთვის ყოველგვარი ზღვარი არის გადალახული და როდესაც აქვს კოვიდი, არც კი ცდილობს მოქალაქეებს საფრთხე არ შეუქმნას”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, გიგი უგულავას განცხადებით, აქციაზე გასვლამდე მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“