საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა და მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდებულთა ორმოცდასამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

„მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა მიულოცა. მანვე, N 5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სპორტული მოედანი, სალონი, სამკერვალო, ტრენაჟორების დარბაზია განთავსებული. პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადხასხვა სახელოვნებო თუ პროფესიულ პროგრამებს დაეუფლონ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციაა. უწყების ხელშეწყობით ისინი სხვადასხვა შეჯიბრსა თუ სპორტულ აქტივობაში პერმანენტულად მონაწილეობენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა