პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 - ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი - 22 ლარი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.

პრემიერ - მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ გულითადად სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის. დღეს თქვენთან და მთელს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებთ იმ გმირთა ხსოვნას ვინც ოჯახებს ვერ დაუბრუნდა და ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. საზოგადოების განვითარების საზომი არის ის თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბატონმა კობა კობალაძე ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ჩამოთვალა, ყველა ის პროგრამა რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე.

ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა