დავით ზალკალიანი - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, მჭიდრო პარტნიორობას და განიხილეს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო- ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას, რაშიც, მინისტრების შეფასებით, დიდ როლს შეიტანს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

"დღეს სლოვაკეთიდან, ასევე, ვმასპინძლობთ წარმომადგენლობით ბიზნეს-დელეგაციას და მივესალმებით ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში იმართება. ცხადია, რომ საქმიან წრეებს შორის კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში"- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. როგორც შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას და დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აქვთ მეტი მისწრაფება და პროგრესი ამ გზაზე.

დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისა და სლოვაკეთის მიერ საქართველოში სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"სლოვაკეთის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა, რაც ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების მორიგი ნათელი დადასტურებაა."- განაცხადა ზალკალიანმა.

შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. "ძალზე ფასეულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვაკეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში."-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს