არჩილ თალაკვაძე - ვნახეთ თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები, რომელიც მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ

თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რომელიც მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ - რაც მან თქვა, ეს სამართლის ენაზე და სახელმწიფოს გადმოსახედიდან კანონის უზენაესობის პრინციპია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი და რა თანამდებობას იკავებს.

"ეკლესიაზე თავდასხმა არის "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა. წლების განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პოლიტიკური, პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხდება როგორც ინსტიტუტებზე, ასევე მაღალ იერარქებზე. ამ შემთხვევაში, თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რომელიც არის უსამართლო და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. რაც თანამოსაყდრე შიომ თქვა, ეს სამართლის ენაზე და სახელმწიფოს გადმოსახედიდან არის კანონის უზენაესობის პრინციპი - როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი და რა თანამდებობას იკავებს. დასავლეთში სახელმწიფოს ერთ- ერთი ფუნდამენტური პრინციპია კანონის უზენაესობა. როცა თავდასხმა ხდება კანონის უზენაესობასა და იმ ადამიანებზე, ვინც კანონის უზენაესობის პრინციპს პატივს სცემს, რა თქმა უნდა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გაგება, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო.

მე შეგახსენებთ, როგორ იყო მოწყობილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება- დაუსჯელობის სინდრომი მათი მეგობრობისთვის და უკანონო სასჯელი ყველასთვის, ვისაც კრიტიკული და განსხვავებული აზრი ჰქონდა. დღესაც ოპოზიციაში იგივეს აგრძელებენ, ძალადობენ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურად და ახდენენ დეზინფორმაციის დისტრიბუციას. ნიკა გვარამია არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო