ლანა გალდავა - აშშ აგრძელებს საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

აშშ აგრძელებს საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში , - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს საქართველოში.

მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს მის სუვერენიტეტს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ს მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭიროა საქართველომ შეასრულოს ვალდებულებები, რაც გამოიხატება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ფუნდამენტური რეფორმების გატარებაში.

გალდავამ ასევე ლოიდ ოსტინის მიერ რუსეთის მიმართ გაკეთებული გზავნილზე ისაუბრა.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში მისი ევროპული ტურნეს ფარგლებში და ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ, კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების მიმართულებით მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს მის სუვერენიტეტს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საჭიროა საქართველომ შეასრულოს ვალდებულებები, რაც გამოიხატება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ფუნდამენტური რეფორმების გატარებაში.

ასევე მნიშვნელოვანია ვიზიტის ფარგლებში რუსეთის მიმართ გაკეთებული გზავნილი, რომ ამ უკანასკნელმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას”.

რაც შეეხება ხელმოწერილ მემორანდუმს, წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მოემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს სრულდება აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის წარმატებით მომზადება გაიარა ქართულმა ჯარმა“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს