ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი გამოდის: „შევრიგდეთო“, მიტინგებზე გამოსულან და ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიო - ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს?

არ მჯერა, რომ რომელიმე მხარე გულწრფელია, როდესაც შერიგებაზე ლაპარაკობს - სააკაშვილი გამოდის, „შევრიგდეთო“, მიტინგებზე გამოსულან და „ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ მთელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიო“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, არც „ქართული ოცნება“ და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გულწრფელი არ არის, როდესაც შერიგებაზე საუბრობს.

მისი თქმით, იგი სოლიდარული იყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კონტრაქციის მიმართ:

„მიშას კონტრაქციის მიმართ ვიყავი სოლიდარული, მაგრამ ტრისტან წითელაშვილი რამ მიიყვანა და ვინ მიიყვანა, არ ვიცი. ასეთ საძაგელ კაცს გვერდზე, რომ დაიყენებ, უნდა იცოდე, რომ აფუჭებ ყველაფერს, არა და ის ხალხი, რასაც ლაპარაკობდა სიმართლეს ლაპარაკობდა.

არ მჯერა, რომ რომელიმე მხარე გულწრფელია, როდესაც შერიგებაზე ლაპარაკობს. არაგულწრფელად ლაპარაკობს, არაფერი ეტყობა, რომ სააკაშვილი მზად არის შერიგებისთვის. სააკაშვილი გამოდის, „შევრიგდეთო“, მიტინგებზე გამოსულან და „ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ მთელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიო.“ როდესაც გამოდიხარ და ასეთ რაღაცას ამბობ, ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს? ორივე მხარე თუ გულწრფელად დაიწყებს ლაპარაკს შერიგებაზე, ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმას, იქნება მართლა კარგი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით