გიორგი ვაშაძე - ყველა განცხადება, რასაც მმართველ გუნდში აკეთებენ, პოლარიზებას და დაპირისპირებას ემსახურება

მონოპოლიურ, ავტორიტარულ მმართველობას რა მძიმე შედეგებამდე მივყავართ, ვხედავთ - ყველა განცხადება, რასაც მმართველ გუნდში აკეთებენ, პოლარიზებას და დაპირისპირებას ემსახურება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, პოლარიზების ფონზე არჩევნების მეორე ტურში ის შედეგი დადგეს, რაც მათ სურთ.

„ქართული ოცნების" მცდელობაა ისევ, რომ პოლარიზება მოახდინოს მეორე ტურის წინ და რაღაცით დააშინოს საზოგადოება. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო, რაც მეტი კონკურენცია იქნება თვითმმართველობაში, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. მონოპოლიურ, ავტორიტარულ მმართველობას რა მძიმე შედეგებამდე მივყავართ, ვხედავთ. შესაბამისად, ყველა განცხადება, რასაც ისინი აკეთებენ არის ერთადერთი მიზნისთვის - პოლარიზება, დაპირისპირება და ამ ფონზე რაღაცნაირად იმ შედეგების დაყენება რაც მათ უნდათ. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე და უარს იტყვის ამ დაპირისპირებაზე, რაც ქვეყანაშია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო