ნეპალში წყალდიდობას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალში სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორ სააგენტო ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულია სულ მცირე 43 და დაკარგულია 30 ადამიანი. ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებული 20-ზე მეტი პირი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
გადაუღებელი წვიმის გამო ვერ ხერხდება ნეპალის დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ სეთიმდე მიღწევა, სადაც 60 ადამიანია ჩარჩენილი.
ადგილობრივი მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს დატბორილი ნათესები, ხიდები, გზები და სახლები.