მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შანსი არა აქვს - პრაქტიკულად გამორიცხული მგონია, თუნდაც ათპროცენტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა

ნიკა მელიას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შანსი არა აქვს - პრაქტიკულად გამორიცხული მგონია, თუნდაც ათპროცენტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა, - ასეთ პროგნოზს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აკეთებს.

სარჯველაძე ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირების გეგმასაც სკეპტიკურად აფასებს.

„შესაძლებლობას ვერ დავუშვებ, რომ ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვოს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში დარჩებიან, შეუძლიათ, იზრუნონ ჩრდილოვანი მოდელით მუშაობაზე, თუმცა ამ გეგმებთან მიმართებაში ცოტა სკეპტიკური ვიქნებოდი იმის გათვალისწინებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ოპოზიციაში მყოფს გეგმა საერთოდ არ აქვს, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ რაიმე გააკეთოს. ამის დასტურია თითქმის მათი ერთწლიანი საპარლამენტო გამოცდილება, რომლის განმავლობაშიც მათი მხრიდან მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესება და ამ თემებზე მუშაობა არ მინახავს. მათთვის ყოველთვის აქტუალურია ნებისმიერი სხვა, მათთვის მერკანტილურად საინტერესო საკითხები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა