ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორი - შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით, ყველა ვერსიაზე მუშაობს

ვადასტურებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით, ყველა ვერსიაზე მუშაობს,- ამის შესახებ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მუშაობს თუ არა გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე.

ამასთან, როგორც პროკურორი აღნიშნავს, ტერიტორიიდან, სადაც დანაშაული მოხდა, ვიდეო ჩანაწერები ამოღებულია, თუმცა განმარტავს, რომ იმ პირების ვინაობა, ვინც ჩანაწერზე ჩანს, ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

„ამ ეტაპზე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ამოღებულია როგორც კონკრეტულ ტერიტორიებზე ვიდეო-ჩანაწერები, დაკავებული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც დღეს სასამართლო პროცესზე იქნა წარდგენილი.

ტერიტორია, სადაც დანაშაული მოხდა, ვიდეო სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი და გიდასტურებთ, რომ გარკვეული კამერები ბრალდების მხარეს ამოღებული აქვს“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, თამარ იაკობიძის განცხადებით, ამ საკითხზე გამოძიება მუშაობს. ხოლო კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა მკვლელობის საქმეში ქალი, იაკობიძე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე საქმეში კონკრეტული ქალი არ ფიგურირებს“.

რაც შეეხება მკვლელობის საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებს, პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულია ხელყუმბარები და ჩანთა, რომელშიც „დაზარალებულის პირადი ნივთებია მოთავსებული“.

„დანაშაულის იარაღი საქმეში არ დევს, მაგრამ გასროლილი მასრები ამოღებულია“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორი - შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით, ყველა ვერსიაზე მუშაობს

ვადასტურებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით, ყველა ვერსიაზე მუშაობს,- ამის შესახებ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მუშაობს თუ არა გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე.

ამასთან, როგორც პროკურორი აღნიშნავს, ტერიტორიიდან, სადაც დანაშაული მოხდა, ვიდეო ჩანაწერები ამოღებულია, თუმცა განმარტავს, რომ იმ პირების ვინაობა, ვინც ჩანაწერზე ჩანს, ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

„ამ ეტაპზე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ამოღებულია როგორც კონკრეტულ ტერიტორიებზე ვიდეო-ჩანაწერები, დაკავებული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც დღეს სასამართლო პროცესზე იქნა წარდგენილი.

ტერიტორია, სადაც დანაშაული მოხდა, ვიდეო სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი და გიდასტურებთ, რომ გარკვეული კამერები ბრალდების მხარეს ამოღებული აქვს“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, თამარ იაკობიძის განცხადებით, ამ საკითხზე გამოძიება მუშაობს. ხოლო კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა მკვლელობის საქმეში ქალი, იაკობიძე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე საქმეში კონკრეტული ქალი არ ფიგურირებს“.

რაც შეეხება მკვლელობის საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებს, პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულია ხელყუმბარები და ჩანთა, რომელშიც „დაზარალებულის პირადი ნივთებია მოთავსებული“.

„დანაშაულის იარაღი საქმეში არ დევს, მაგრამ გასროლილი მასრები ამოღებულია“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია