ინდოეთსა და ნეპალში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

ინდოეთის უტარაკანდისა და კერალას შტატებსა და ნეპალის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ქვეყნებში წყალდიდობა და მეწყერი 3-დღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოწვია.

გადაუღებელი წვიმის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ნეპალის დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ სეთიმდე მიღწევა, სადაც 60 ადამიანია ჩარჩენილი. სტიქიურმა უბედურებამ სასოფლო-სამეურნეო ნათესები, ხიდები, გზები და სახლები მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზარალებულ რეგიონებში დროებით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ინდოეთში ნალექების შემცირება შეინიშნება, ნეპალში კი სტიქიური უბედურება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის