საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის 38 მილიონი მოქალაქე ერთჯერადად 100 ევროს მიიღებს. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ 38 მილიონ ადამიანს შორის ძირითადად პენსიონერები და სტუდენტები არიან, რომელთა ყოველთვიური შემოსავალიც 2 000 ევროს არ აღემატება.
გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბოლო დროს საფრანგეთში საწვავსა და ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდაა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეები თანხას დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე მიიღებენ. საფრანგეთის მთავრობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხის გამოყოფა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ემანუელ მაკრონის ხელისუფლებას სურს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადაფაროს.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა ევროპაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების შემცირება შეინიშნება, რაც რეგულაციების მოხსნასა და ბიზნესების პანდემიამდელ მდგომარეობამდე დაბრუნებას უკავშირდება. გაზრდილმა მოთხოვნამ კი ფასების ზრდა გამოიწვია.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"