ფოთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნიკა გვარამიას და „მთავარ არხს" უჩივის და მორალური ზიანის სანაცვლოდ 55 555 ლარს ითხოვს

დღეს შევიტანეთ სარჩელი ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის" წინააღმდეგ, იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვას, - ამის შესახებ ფოთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა. როგორც ვაჭარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ინფორმაცია, რომელიც „მთავარ არხზე" გაჟღერდა, რაც მის სუს-ის აგენტობას შეეხებოდა, სიცრუეა. იგი მორალური ზიანის სანაცვლოდ 55 555 ლარს ითხოვს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.

„დღეს შევიტანეთ სარჩელი ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის" წინააღმდეგ, იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვას. საქმე ეხება "მთავარ არხზე" გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას ჩემი აგენტობის შესახებ, რაზეც ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს იმავე გადაცემაში ამ ინფორმაციის უარყოფა და ასევე, მორალური ზიანისთვის 55 555 ლარის ანაზღაურება, რომელიც გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს. ჩვენ ვიცით, რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც იყო მსგავსი ინფორმაცია გაჟღერებული, რაც საბოლოო ჯამში ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება,“- აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ამასთან, ბექა ვაჭარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიგი უგულავა შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები მიუღებელია და აცხადებს, რომ ამას ამომრჩეველი პასუხს 30 ოქტომბერს გასცემს.

გიგი უგულავა ძალიან ეცადა, რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ეს ცრუ ინფორმაცია, ისევე როგორც სხვა ბრალდებები. არ გამოუვიდა და არ გამოუვა. მას ბევრი მცდელობა ჰქონდა პირველი ტურის განმავლობაში და ახლაც მეორე ტურში გრძელდება შეურაცხყოფა ჩემი გუნდის და ჩემი მხარდამჭერების მიმართ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა ვაჭარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო