ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპისთვის, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

"როგორც ვიცი, მისმა პირადმა ექიმმა გააკეთა კომენტარი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ გავცემ, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მხოლოდ მისი თანხმობით და მისი პირადი ექიმის მხრიდან შეიძლება ამის გაჟღერება. რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს, ციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპისთვის, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც ექიმების მხრიდანაა გაწერილი. აქედან გამომდინარე საბჭო პატიმრისა და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს მისთვის საჭირო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.

რაც შეეხება დაწესებულებების ტიპებს, C (ცე) ტიპის დაწესებულება ენიჭება კლინიკას იმ შემთხვევაში, როცა მას აქვს გადაუდებელი საჭიროების მიღების შესაძლებლობა. ციხის საავადმყოფო არ საჭიროებს გადაუდებელი მიღების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, მას არ მიენიჭებოდა ეს ტიპი, თუმცა, A C ტიპის დაწესებულება უკვე თავს მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამ კლინიკაში არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ -ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა