მიხეილ სარჯველაძე - ცხელთავიანი ადამიანების გარკვეული გეგმების აღკვეთა და პრევენცია გაცილებით იოლია პენიტენციურ დაწესებულებაში, ვიდრე სტანდარტულ კერძო კლინიკაში

ვინმე ცხელთავიანი ადამიანების გარკვეული გეგმების აღკვეთა, პრევენცია - გაცილებით იოლია ამის გაკეთება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ადაპტირებულია ყველა საჭიროებაზე, ვიდრე ჩვეულებრივ სტანდარტულ კერძო კლინიკაში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით, უმჯობესია ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში, ვიდრე კერძო კლინიკაში.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, უშუალოდ კერძო კლინიკისთვისაც დისკომფორტი იქნება მიხეილ სააკაშვილის იქ მოთავსებისას, რადგან, უმრავლესობის წევრის განმარტებით, ამ შემთხვევაში საავადმყოფოში რეჟიმი თვისობრივად შეიცვლება.

„თვითონ იმ საავადმყოფოსთვის, რომელშიც გადაყვანა იქნება გათვალისწინებული, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში მასაც ექნება ძალიან მსხვილი დისკომფორტი, მათ შორის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით - თვისობრივად შეიცვლება რეჟიმი იმ საავადმყოფო დაწესებულებაში. ამიტომ, ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი საკითხი. ვინმე ცხელთავიანი ადამიანების გარკვეული გეგმების აღკვეთა, პრევენცია თუ ნებისმიერი სხვა ფაქტორი, - რასაკვრიველია, გაცილებით იოლია ამის გაკეთება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ადაპტირებულია ყველა ამ საჭიროებაზე, ვიდრე ეს იქნება ჩვეულებრივ სტანდარტულ კერძო კლინიკაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს