კობა ნაყოფია - ხელისუფლება იქცევა არაადეკვატურად

ხელისუფლება იქცევა არაადეკვატურად, კონსილიუმის დასკვნაც და სახალხო დამცველის განცხადებაც მეტყველებს, რომ ციხის საავადმყოფო, რომელზეც აპელირებს ხელისუფლება, არ არის მრავალფუნქციური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის და მიაჩნიათ, რომ ციხის საავადმყოფოში მათთვის ნაკლებად საშიშია.

„იქ არ არის შესაბამისი დანადგარები, რომელსაც საჭიროებს სააკაშვილის სტაციონარში მოთავსების სტანდარტები. სხვა ალტერნატივა არ არის, ის უნდა იყოს გადაყვანილი ისეთ კლინიკაში, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის, მიაჩნია, რომ ციხის საავადმყოფოში მათთვის ნაკლებად საშიშია, მაგრამ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად გაკოტრებულია, ხალხის ნდობა დაკარგული აქვთ და სააკაშვილი მალე იქნება თავისუფლებაზე. ამ ქმედებით ვერაფერს კარგ ვერ მიაღწევენ, მოვუწოდებ დროზე მოვიდნენ გონს და აღმოუჩინონ ის სამედიცინო დახმარება, როგორიც მას სჭირდება”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ