იოსებ ხახალეიშვილი - მინდა, პაატა ბურჭულაძეს მივმართო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები, იმიჯს ნუ შეილახავთ

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეს არავინ არაფერს არ უშლის, თუმცა, „პოლიტიკურ შოუს და სპექტაკლებს ნუ დადგამს.“

"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ, ვინმემ დაუშალათ? - არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს არ გიშლით, მაგრამ პოლიტიკურ შოუს და სპექტაკლებს ნუ დადგამთ.

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოსს კოვიდი დაუდასტურდა.

გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია