თემურ ჩილინდრიშვილი - ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად ონლაინ ლექციების კურსს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, ონლაინ ფორმატის შეხვედრები სტუდენტებთან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. პირველი ონლაინ ლექცია უსაფრთხოების მართვის სისტემების გაცნობას შეეხებოდა. ონლაინ ლექცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა წაიკითხა. მისი განმარტებით, სამოქალაქო ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი, უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„გვქონდა გაცნობითი ხასიათის ონლაინ ლექცია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოების მართვის სისტემებით, მისი მიზნებით, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებით ინტერესდებიან. მათ ზუსტად ესმით, რომ ავიაცია ზოგადად უსაფრთხოების გამართულ სისტემაზე დგას. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს ამ მიმართულებით ჩვენს აეროპორტებში, გავდივართ აუდიტორულ შემოწმებებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. რათა უსაფრთხოების დონე ჩვენს აეროპორტებში მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა