ევროპარლამენტარები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან

ევროპარლამენტარებით დაკომპლექტებული სადამკვირვებლო მისია საქართველოშია. დღეს ევროპარლამენტარები ინესე ვაიდერე, ხავიერ ნარსი და რიჩარდ თარნეცკი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ხვდებიან.

შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. ასევე შეხვედრა უკვე დატოვა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.

ამ წუთებში ევროპარლამენტარებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვდება.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მათ სადამკვირვებლო მისიის წევრებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა