„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის 4-მა წევრმა პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

პარტია ,,ევროპული საქართველოს” რიგები რუსთავის ადგილობრივი ორგანიზაციის ოთხმა წევრმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის მეორე ნომერმა ლაშა მჭედლიძემ დატოვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მჭედლიძემ განაცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი, გახდა ის, რომ მეორე ტურში არჩევანი დავით კირკიტაძესა და ნინო ლაცაბიძეს შორის უნდა გააკეთონ.

"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებთ ,,ევროპული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდებით ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის კამპანიას. რადგან არჩევანი მეორე ტურში უნდა გავაკეთოთ კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, რომ შევუერთდეთ ნინო ლაცაბიძეს. გვაქვს არჩევანი კირკიტაძესა და ლაცაბიძეს შორის, კირკიტაძე, რომელიც თავისი მოქმედებით, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ყველაფერი გამოიყენა სათავისოდ, ამაზე ფაქტებიც მეტყველებს, ხალხზე ჩამორთმეული ქონებები, რუსთავის ავტობაზრობა, სტამბულის ბაზრობა, რომელიც მერე თავის დაქვემდებარებაში მყოფ ხალხზე ფორმდებოდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კირკიტაძე არ იზრუნებს რუსთაველებზე, მისი მთავარი მიზანი არის ერთადერთი, რომ ქალაქი ისევ ხელში ჩაიგდოს”, - განაცხადა ლაშა მჭედლიძემ.

,,ევროპული საქართველოს“ რიგები გასულ კვირას, რუსთავში ორმა წევრმა, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 100-მდე მხარდამჭერმა დატოვა და პარტიას გაემიჯნა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის 4-მა წევრმა პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

პარტია ,,ევროპული საქართველოს” რიგები რუსთავის ადგილობრივი ორგანიზაციის ოთხმა წევრმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის მეორე ნომერმა ლაშა მჭედლიძემ დატოვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მჭედლიძემ განაცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი, გახდა ის, რომ მეორე ტურში არჩევანი დავით კირკიტაძესა და ნინო ლაცაბიძეს შორის უნდა გააკეთონ.

"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებთ ,,ევროპული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდებით ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის კამპანიას. რადგან არჩევანი მეორე ტურში უნდა გავაკეთოთ კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, რომ შევუერთდეთ ნინო ლაცაბიძეს. გვაქვს არჩევანი კირკიტაძესა და ლაცაბიძეს შორის, კირკიტაძე, რომელიც თავისი მოქმედებით, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ყველაფერი გამოიყენა სათავისოდ, ამაზე ფაქტებიც მეტყველებს, ხალხზე ჩამორთმეული ქონებები, რუსთავის ავტობაზრობა, სტამბულის ბაზრობა, რომელიც მერე თავის დაქვემდებარებაში მყოფ ხალხზე ფორმდებოდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კირკიტაძე არ იზრუნებს რუსთაველებზე, მისი მთავარი მიზანი არის ერთადერთი, რომ ქალაქი ისევ ხელში ჩაიგდოს”, - განაცხადა ლაშა მჭედლიძემ.

,,ევროპული საქართველოს“ რიგები გასულ კვირას, რუსთავში ორმა წევრმა, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 100-მდე მხარდამჭერმა დატოვა და პარტიას გაემიჯნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია