საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, ერთი საარჩევნო უბანი 10 წუთით ადრე გაიხსნა, რაზეც საჩივარი საოლქოში უკვე შევიდა. მისივე თქმით, პროცედურულ დარღვევებზე რამდენიმე საჩივარი უბნებზეც დაიწერა, რაც მისივე თქმით, არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საოლქოში შემოსულია ერთი საჩივარი, ეს არის საჩივარი უბანთან დაკავშირებით, რომ 10 წუთით ადრე გაიხსნა. შევიდა კომისია და ამაზე რეაგირება ექნება საოლქო კომისიას. სხვა შემთხვევაში, სხვა დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. არის პატარ-პატარა ნიუანსები, დაიწერა რამდენიმე საჩივარი უბნებზე, რაც პროცედურებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს საჩივრები დაწერილია ალბათ, იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ეს ადამიანები ჩახედული არ არიან კანონში იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაც გაკეთდა უბანზე, არის კანონის დაცვით გაკეთებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველა უბანში არის სიმშვიდე“, - განაცხადა სალომე როდონაიამ.

ფოთში სულ 7 მაჟორიტარული ოლქია და 33 სარჩევნო უბანია, მათ შორის ერთი სპეცუბანი კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის, სადაც 41 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ბექა ვაჭარაძე და გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძვიან.

ფოთში არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა