„ევროპული საქართველოს“ წევრები და მობილური სადამკვირვებლო ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდებიან

დღეს მაქსიმალურად უნდა შევუმციროთ „ქართულ ოცნებას“ რაიმე სახის მანიპულაციებისა და გაყალბების მცდელობის შანსები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოსთვის" მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე დარღვევების, მანიპულაციების და გაყალბების აღმოფხვრა.

„ხელისუფლება ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ამ არჩევნებზე ამისთვის ჩვენი პარტიის წევრები, მათ შორის პოლიტიკური ფიგურები ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო სტატუსით, როგორც უშუალოდ უბნებზე, ასევე მობილური ჯგუფების სახით, თბილისში და თბილისს გარეთ. ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ჩართული ვართ საერთო ოპოზიციურ კოორდინაციაში ხმების დასაცავად, ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ამომრჩევლის ნება იყოს დაცული. ახლა ფუნდამენტურად მნიშველოვანია, ამომრჩევლები მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ არჩევანი, ახლა ჯერი არის ამომრჩევლებზე, რომლებმაც უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე მისვლით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამომრჩევლების ხმები მაქსიმალურად დავიცვათ. ამისთვის ჩვენი პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ფიგურები ადგილზე იბრძოლებენ, ისინი არ მონაწილეობენ საკუთარ კამპანიაში და რესურსს სწორედ ხმების დაცვაში ხარჯავენ“,- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ბრიფინგზე ისაუბრა ასევე პარტიის წარმომადგენელმა ნინო ორდენიძემ, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეახსენა.

„არჩევანი ძალიან მარტივია - ან ვირჩევთ თავისუფლებას და გზას ევროპული მომავლისკენ, ან ვრჩებით საბჭოთა ჭაობში. ველოდებით ძალიან ბევრ ამომრჩეველს. "ევროპული საქართველოს" წევრები ვიქნებით ჩართული მათი ხმების დაცვის პროცესში, გვაქვს მობილური ჯგუფები და ვართ კოორდინაციაში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცული იყოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდოთ ყველამ რა საქმეც გვაქვს და მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ თითოეული თქვენთაგანის ხმას“, - განაცხადა ნინო ორდენიძემ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, არჩევნებზე მცირედი დარღვევები დაფიქსირდა, რომლებზეც საჩივარი დაიწერა.

„დღეს, დილის 07:00 საათიდან "ევროპული საქართველოს" კომისიის წევრები ყველა 3700-ივე უბანზე არიან, ასევე მოძრაობენ მობილური ჯგუფები, ამჟამად დაფიქსირებულია მცირედი დარღვევები, რომლებზეც დაიწერა საჩივარი და მივაწოდეთ საოლქო საარჩევნო კონისიას განსახილველად. დღეს გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში ჩვენი დაკვირვება არჩევნებზე და დავიცავთ ყველა ხმას, ამას საქართველოს ყველა მოქალაქეს ვპირდებით“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ინფორმაციას „ევროპულისაქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს