ადვოკატის განცხადებით, ზუგდიდში, მე-20 უბანთან დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

ადვოკატ ალიკა კუპრავას განცხადებით, ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესი იმ ოთხი პირის მიმართ, რომელიც პოლიციამ ზუგდიდში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის დღეს, მე-20 უბანთან დააკავა.

ალიკა კუპრავას თქმით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა კახაბერ კვეკვესკირი, გიორგი მუმლაძე, ნიკოლოზ ნარსია და ალბერტ მერებაშვილი. მისივე შეფასებით, დაკავებული პირები “ქართული ოცნების” დევნის მსხვერპლნი არიან, რომლებიც არჩევნების მეორე ტურის დღეს ხმების დასაცავად იბრძოდნენ.

ადვოკატის თქმით, მათი დაკავება იყო სპეცოპერაცია თავისუფალი ნებისა და არჩევნების წინააღმდეგ.

„შსს-მ გუშინ გაიტაცა ჩვენი ოთხი მეგობარი, ვინც სადამკვირვებლო მისიით იყო ზუგდიდში და დღეს ამ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ არ გვეუბნებიან, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ვესაუბრე იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია შსს-დან, მაგრამ მისგან ინფორმაცია ვერ მოვიღე მხოლოდ სტანდატული პასუხის გარდა, რომ უნდა მიმემართა შსს-ს პრესცენტრისთვის. ეს აპრობირებული პრაქტიკაა, როცა მათ არ სურთ ინფორმაცია გასცენ. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ყველა ის საქმეები, რომელიც მიმართულია არა წესრიგის დაცვის, არამედ პოლიტიკური სიტყვის შესაზღუდად, წავიღოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს, რომ საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა”, - აცხადებს ალიკა კუპრავა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო