გერმანიის ელჩი - თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე

რაც შეეხება სისუსტეებს, ის მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, რომელიც არ პასუხობს კარგ დემოკრატიულ სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაინც იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და კონკრეტული ინციდენტები, რაც დაძლეულ უნდა იქნას.

„დამკვირვებლებმა თავის ანგარიშში ასახეს რამდენიმე მაგალითი - არ არის ბალანსი რესურსების მიმართულებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო კონკრეტული ინციდენტები, ზეწოლა ამომრჩეველზე - ეს არის გარკვეულწილად კულტურის ნაწილი, რომელიც არსებობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ამის დაძლევა მოხდება. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!