ლევან იოსელიანი - აქციები არაფერს შეცვლის - „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რეალური ცვლილება გამოიწვიოს

აქციები არაფერს შეცვლის - “ნაციონალურ მოძრაობას” იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რეალური ცვლილება გამოიწვიოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც თბილისში არჩევნებს 52 ათასი ხმით აგებ, არჩევნების შედეგების არაღიარებას აზრი არ აქვს.

„ყველა პარტიას აქვს უფლება, აქციის მეშვეობით პროტესტი გამოხატოს, ოღონდ უნდა გვესმოდეს ნათლად რას აპროტესტებენ. თუ არჩევნები არალეგიტიმური წალენჯიხაში არ არის, რატომ არის სხვაგან და პირიქით. თბილისში, სადაც სხვაობა იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია რაღაც სახის გაყალბებაზე საუბარი, რატომ არის არალეგიტიმური არჩევნები?! ეს ის კითხვებია, რომელზეც ჩემი აზრით, პასუხი უნდა გაიცეს. არ მიმაჩნია, რომ არსებულ პირობებში აქციებმა შეიძლება რაიმე სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს არჩევნების მიმართ. არჩევნებს 52 ათასი ხმით რომ აგებ, არ მგონია, თბილისში რაიმე აზრი ჰქონდეს არჩევნების შედეგების არაღიარებას. ვისურვებდი ისეთ არჩევნებს, სადაც კანდიდატები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ და დამარცხებას აღიარებენ, აქამდეც უნდა მივიდეთ! საზოგადოება ძალიან დაიღალა არჩევნების გაყალბებაზე და აქციებზე საუბრით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მან დასძინა ისიც, რომ "ალბათ 7 ნოემბერს აქციის დაგეგმვა შეეშალათ, რადგან წარმოუდგენელია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 7 ნოემბერს აქცია როგორ უნდა ჩაატაროს".

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!