BTU მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს აანონსებს

საქართველოს მასშტაბით სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასშტაბურ, ერთწლიან, პროექტს აანონსებს. საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროფესიული ორიენტაციის პროგრამები, ტრენინგები სტარტაპის შესაქმნელად, ბიბლიოთეკის აქტივობები - საუკეთესო სამეცნიერო ბაზები, სამეცნიერო საათები, მსხვილი ელექტორნული რესურსების ბაზა, მედიაწიგნიერების ტრენინგები, Networking სესიები, MBA და DevOps Talks, გადამზადების მოდულები ლაბების ფარგლებში, მეწარმეობის ცენტრი, Amazon-ის ვებსერვისების კურსები და სხვა - ასეთია ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომლებსაც BTU სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებს საჩუქრად შესთავაზებს.

ბიბლიოთეკა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გულისხმობს წვდომას უახლეს საგანმანათლებლო, სასწავლო მასალებზე სრულიად უფასოდ. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე და ამასთან, გააკეთონ სწორი არჩევანი.

BTU-ში არსებულ მეწარმეობის ცენტრის სერვისებზე წვდომა ექნებათ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებს. შედეგად, ისინი მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას მეწარმოების შესახებ და ასევე, ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობებს გაეცნობიან, ისწავლიან რა არის საჭირო და როგორ უნდა შექმნან წარმატებული სტარტაპი.

მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ჩატარდება DevOps და MBA Talks, რომლის ფარგლებშიც ისინი სფეროს წამყვან წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათგან მიიღებენ საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას.

საერთო სამაგისტრო გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგები, ოთხივე მიმართულებით, სრული დაფინანსებით რამდენიმე სესიად ჩატარდება.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ინგლისურ ენასა და სპეციალობის გამოცდაში.

დროის მენეჯმენტის ტრენინგი ბენეფიციარებს დაეხმარება, დაძლიონ ისეთი გამოწვევები, როგორიცაა სტრესული გარემო, დროის დეფიციტი, მულტითასქინგი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე და სხვა.

მასშტაბურ პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი 100-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია ერთვება. აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე 2 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს:

  • სამაგისტრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები’’
  • სამაგისტრო პროგრამა ,,ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps’’

პროექტში მონაწილეობის მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო