ეიპიემ ტერმინალს ფოთი გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა

APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი შეუერთდა საერთაშორისო გარემოსდაცვით კვირეულს Go Green თემატიკით ,,იმოქმედე კლიმატისთვის, გააუმჯობესე მსოფლიოს მდგომარეობა.“ კვირეულის ფარგლებში ფოთში მოეწყო დასუფთავების აქცია და გამოცხადდა პოსტერების კონკურსი, - ამის შესახებ ინფორმაციას ეიპიემ ტერმინალსი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან პოსტერი (პოსტერები), რომელიც წარმოაჩენს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; ამავდროულად აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში თავიანთი ყოველდღიური ქმედებებით.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, (მე-8/მე-12 კლასი), რომელთა ნამუშევრებიც საზოგადოების ნაწილს გარემოსდაცვითი მიმართულებით გადასადგამი ნაბიჯების აუცილებლობაზე დააფიქრებს.

კონკურსის პირობები:

  • პოსტერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს A4 ფორმატს;
  • პოსტერი წარმოდგენილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ფაილის სახით PDF და JPEG ფორმატში;
  • პოსტერი არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ხასიათის შინაარსს/ელემენტებს;
  • პოსტერი შექმნილი უნდა იყოს ამ კონკურსისთვის და არ უნდა შეიცავდეს საავტორო უფლებების ნებართვის გარეშე რაიმე სახის ვიზუალურ ელემენტს;
  • ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლიათ 8 ნოემბრამდე ელ. ფოსტის საშუალებით: diana.khakhutaishvili@apmterminals.com
  • გამოგზავნისას, ე.წ. subject-ის ველში მიუთითეთ APM Terminals Poti-Poster, ხოლო წერილის აღწერაში მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს ერთზე მეტი ნამუშევარი.

შეფასების კრიტერიუმები:

  • კონკურსის პირობებთან და თემასთან შესაბამისობა
  • კონკურსის თემის შემოქმედებითი გზით წარმოჩენა
  • პოსტერის შესრულების ხარისხი

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

პირველი ადგილი - 200 ლარი (ბიბლუსის ვაუჩერი)

მეორე ადგილი - 150 ლარი (ბიბლუსის ვაუჩერი)

მესამე ადგილი - 100 ლარი (ბიბლუსის ვაუჩერი)“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია