თსუ-ში ევროპისმცოდნეობის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ვილნიუსის (ლიეტუვა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თომას დავულისმა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო ლაპიაშვილმა, რომელზეც განიხილეს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თომას დავულისის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს სტუდენტებს, რათა მათ შეძლონ ისწავლონ როგორც საქართველოში, ასევე ლიეტუვაში.

„ეს შეთანხმება იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ ისწავლონ როგორც საქართველოში, ასევე ლიეტუვაში და აიმაღლონ კვალიფიკაცია თავის სფეროში. ვილნიუსის უნივერსიტეტს უკვე ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ძალიან ვამაყობთ, რომ ამ საქმეში თსუ-ის გუნდთან ერთად ვართ ჩართული“, - განაცხადა თომას ლავულისმა.

„თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დავიწყეთ მოლაპარაკება ვილნიუსის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის პროგრამის შექმნის თაობაზე. დღეს სწორედ ამ მოლაპარაკებების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა თსუ რექტორთან. ვიმედოვნებთ რომ მომავალი წლიდან ვუმასპინძლებთ სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე ლიეტუვადან“, - განაცხადა ნინო ლაპიაშვილმა.

ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ყველა მაგისტრანტს, ვისაც სწავლების პირველ საფეხურზე სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აქვს მინიჭებული, შესაძლებლობა ექნება, მოიპოვოს ორმაგი ხარისხი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ევროპისმცოდნეობის მაგისტრის (Master of Arts in European Studies), ხოლო ვილნიუსის უნივერსიტეტიდან - ევროკავშირის სამართლის მაგისტრის (LLM in EU Law).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა