გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმის პროკურორის განცხადებით, კონფლიქტი სწორედ მერაბ კობიაშვილმა დაიწყო

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კონფლიქტი სწორედ კობიაშვილმა დაიწყო. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა და ეს იყო განზრახ მკვლელობა.

"ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოვახსენეთ ყველა ის გარემოება, რაც 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა გუდაურში. კერძოდ ის, რომ კონფლიქტი მერაბ კობიაშვილმა დაიწყო, ის სასტიკად გაუსწორდა ჯერ 18 წლის ახალგაზრდას, შემდეგ მის მიმართაც იყო ანგარიშსწორება. მერაბ კობიაშვილმა ასევე განზრახ მოკლა 28 წლის ახალგაზრდა, ერთი ახალგაზრდა ასევე სასიკვდილოდ გაიმეტა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლოში წარვადგენთ როგორც ვიდეომასალას, ასევე მოწმეს, რომელიც ფაქტის შემსწრეა, რითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარწმუნდება რომ მერაბ კობიაშვილის მიერ არის ჩადენილი ის დანაშაულები, რაშიც ბრალი ედება. გუშინდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბევრი ისაუბრა მოგერიებაზე, ერთადერთი რაზეც ისინი უთითებენ ფეხის მიმართულებით გასროლილი ტყვიაა, თუმცა, არანაირ აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დავარწმუნებთ იმაში, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყვნენ თამაზ გორთამაშვილი და დავით სეთურიძე", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმის პროკურორის განცხადებით, კონფლიქტი სწორედ მერაბ კობიაშვილმა დაიწყო

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კონფლიქტი სწორედ კობიაშვილმა დაიწყო. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა და ეს იყო განზრახ მკვლელობა.

"ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოვახსენეთ ყველა ის გარემოება, რაც 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა გუდაურში. კერძოდ ის, რომ კონფლიქტი მერაბ კობიაშვილმა დაიწყო, ის სასტიკად გაუსწორდა ჯერ 18 წლის ახალგაზრდას, შემდეგ მის მიმართაც იყო ანგარიშსწორება. მერაბ კობიაშვილმა ასევე განზრახ მოკლა 28 წლის ახალგაზრდა, ერთი ახალგაზრდა ასევე სასიკვდილოდ გაიმეტა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლოში წარვადგენთ როგორც ვიდეომასალას, ასევე მოწმეს, რომელიც ფაქტის შემსწრეა, რითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარწმუნდება რომ მერაბ კობიაშვილის მიერ არის ჩადენილი ის დანაშაულები, რაშიც ბრალი ედება. გუშინდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბევრი ისაუბრა მოგერიებაზე, ერთადერთი რაზეც ისინი უთითებენ ფეხის მიმართულებით გასროლილი ტყვიაა, თუმცა, არანაირ აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დავარწმუნებთ იმაში, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყვნენ თამაზ გორთამაშვილი და დავით სეთურიძე", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია