მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ რელევანტური იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ფორმულირება  "მომდევნო არჩევნები" "2024 წლის არჩევნებით"  შეიცვალოს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ მზად არის და ეს არის მათი კეთილი ნება. ამასთან, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებებში რელევანტური იქნება ფორმულირება „2024 წლის არჩევნები" და არა "მომდევნო არჩევნები".

მდინარაძის თქმით, მსჯელობის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა იქნება 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერი.

„მომდევნო და 2024 წლის არჩევნები სხვადასხვაა? თქვენი კითხვიდან როგორც ჩანს და რადგან მომდევნო და 2024 წლის არჩევნები სხვადასხვა ჰგონია ვიღაცას, ან უნდა რომ ეგონოს, ან უნდა საზოგადოებას ასე დააჯეროს, შესაძლებელია, ძალიან რელევანტური იყოს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვილაპარაკოთ და არა მომდევნო არჩევნებზე, რაც მისცემს ხალხის მოტყუების შესაძლებლობას ჩვენს ოპოზიციას“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, კობახიძის განცხადების წაკითხვა იმგვარად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებენ, არასწორია.

„თუ თქვენ ამბობთ, რომ კობახიძის განცხადებიდან იკითხება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას არ მივიღებთ, ეს არასწორი წაკითხვაა და მისი განცხადების არასწორი გაგება, ოპოზიცია ასე იგებს, როგორც უნდა, ისე იგებს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მართლაც არანაირი ვალდებულება არ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება. თუ ჩვენ ამ ნებას დავაფიქსირებთ, გამოვხატავთ და აქვე გიდასტურებთ, ამისთვის მზად ვართ. მათ შორის ერთ- ერთი ძირითადი საკითხი გახლავთ ბარიერის დაწევა, ჩვენ ამაზე სამსჯელოდ მზად ვართ, არ არის ისე, როგორც ეს ვიღაცამ წაიკითხა, რომ ამაზე უარს ვამბობთ, ჩვენ ამას მივიღებთ მსჯელობის შედეგად და ეს იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგალითად 2024 წლისთვის ვიმსჯელებთ რა ბარიერი იყოს პარტიებისთვის გადასალახი. არასწორად იგებს, თუ ვინმე ამბობს, რომ ვინმემ ამაზე უარი თქვა, ჩვენ ვართ სამსჯელოდ მზად, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის ვალდებულება და არის "ქართული ოცნების" კეთილი ნება. მსჯელობას გავაგრძელებთ და მსჯელობის ფარგლებში, ჩემი პირადი აზრია, რომ 2024 წელი არის ის ვადა, როცა ჩემი აზრით როგორც მინიმუმ, თუ შემდეგ არჩევნებზე არა, უნდა გავრცელდეს ბარიერის დაწევის საკითხი,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს