ნიკა მელია - სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ - მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო

ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენი მთავარი მოწოდება არ არის ქუჩაში დგომა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლოდ სახეში სილის გაწვნას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იქამდე სანამ მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება, აქციები იქნება ქუთაისსა და ზუგდიდში. მელიას განცხადებით, ის ბრძოლას სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელებს.

„სანამ ჩვენ თბილისში, იქ, სადაც ისტორიულად უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები გადაწყვეტილა - რუსთაველისა და თავისუფლების მოედანაზე შევიკრიბებით, მანამდე ბათუმმა, ქუთაისმა, ზუგდიდმა და სხვა ქალაქებმა დაინახონ, რომ არ ვეგუებით უსამართლობას არც ბათუმში, არც ზუგდიდში და არც ქუთაისში. ეს მნიშვნელოვანია! ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენი მთავარი მოწოდება არ არის ქუჩაში დგომა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლოდ სახეში სილის გაწვნას. ამ ყველაფერს ხვალიდან უნდა ვაკეთებდეთ ბათუმშიც, ქუთაისშიც და ზუგდიდშიც. ხვალ მივემართებით ზუგდიდში, ზეგ ქუთაისში, პარალელურად რუსთავის ციხესთან დაიწყო და არ დასრულდება აქციები და მალე შევიკრიბებით ყველა იქ, სადაც წყდება ამ ქვეყნის ისტორიული საკითხები - რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავიბრუნოთ ლოკალურად წართმეული არჩევნები. დავრწმუნდებით, რომ საბოლოოდ არ გვიბრუნებენ?! მერე, საკუთარ თავს დააბრალონ, საკუთარი ბედის მჭედელი არის ბიძინა ივანიშვილი. არ გვიღირს ჩვენ სიცოცხლე შეურაცხყოფილებს, არ გვიღირს ჩვენ სიცოცხლე თავდახრილებს, რომელიც თვალს რეალობას უსწორებს და ხედავს, რომ უსამართლობა მძვინვარებს და ჩვენ წავიდეთ სახლებში უბრძოლველად - ეს არ მოხდება! გამორიცხულია! ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ! იმიტომ, რომ მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი და არ შევირცხვენ თავს, მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო. მაგრამ მერწმუნეთ, ხალხო, ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც აქვთ თავისუფლება შეზღუდული, იქიდან გავათავისუფლებთ“,- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა