ბრიტანული Wonderlust-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისი გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში - სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wonderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოებაზე თბილისი კატეგორიაში - სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ, გამარჯვებულად დასახელდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გამარჯვებულები გამოცემის მკითხველთა მიერ შეირჩა.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wonderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისი გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში - სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ. თბილისთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებულები არიან - ლისაბონი და სევილია. მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული მკითხველთა მიერ შეირჩა. პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი ცნობილი მედია გამომცემლებისა და მისი მილიონობით მკითხველის აღიარება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედაქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს და წარმოაჩენს თბილისის საქალაქო ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო მოგზაურებისთვის და ტურიზმის სექტორის პროფესიონალებისთვის.

მახსოვს პანდემიამდე როგორ ვითარდებოდა ახალი კაფე-ბარები, ჰოსტელები. პანდემიამ ეს მიმართულებები დააზარალა, მარამ ჩვენ იმიტომ გამოვდივართ მხარდაჭერი პროგრამებით, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი, გვერდით დაგიდგეთ, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ და გავაცნოთ ჩვენი დედაქალაქი, თავისი კულტურით, ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ეს აღიარებაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ჩემს ქალაქს წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს