ზაალ უდუმაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება დანაშაულებრივი იყო - პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა პარტიამ, დღემდე ასრულებდა მის დავალებებს და ხარკს უხდის „ქართულ ოცნებას"

პრეზიდენტის განცხადება დანაშაულებრივი იყო - პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულებდა მის დავალებებს და ხარკს უხდის "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის პრეზიდენტი, რადგან მისგან სახელმწიფოებრივ მიდგომას არ ელოდება.

„მთელი ეს წლები მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამა თუ იმ საკითხზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა. გუშინდელი განცხადება ეს იყო დანაშაულებრივი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი თქვა სააკაშვილზე გარდა იმისა, რომ არ შეიწყალებს. მოლოდინი არც მქონდა და არ ველოდებოდი, რომ გუშინ მასში სახელმწიფოებრივი მიდგომა გაიღვიძებდა. ჩვენ კარგად ვიცით, პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულება მის დავალებებს და ხარკს უხდის "ქართულ ოცნებას". ამიტომ, ახლა მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პრეზიდენტი და რა განცხადებას გააკეთებს, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედება და ჩვენი ბრძოლა,"- განაცხადა უდუმაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს