პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.
დღეს პატრიარქის მდივანი რუსთავის ციხესთან მივიდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის წერილი მიუტანა.
"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.