თამარ კორძაია - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის მოკლას, ოღონდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში

ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის განწირვის გზით ჩვენი თავისუფლებისთვის - ხელისუფლება მზად არის, რომ მშვიდად შეხედოს ამ პროცესს და აცალოს მას სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ ეღირსება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება დამარცხდება და ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

„აქ ვდგავართ მოქალაქეები და არა ქვეშევრდომები. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ძალაუფლების მიტაცება ყველა მეთოდით და გადაწყვიტა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვექციეთ ქვეშევრდომებად. არასოდეს არცერთი ჩვენთანაგი არ იქნება ქვეშევრდომი, მორჩილი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური მაგალითები თავისუფლების ბრძოლის და თავდადების.

ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის განწირვის გზით ჩვენი თავისუფლებისთვის და ხელისუფლება მზად არის, რომ მშვიდად შეხედოს ამ პროცესს და აცალოს მას სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ ეღირსება. ხელისუფლება არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ის განზრახ მოვკალით, მაგრამ უდანაშაულო ვართ, მაგრამ ყველამ ვიცით ვინ არის დამნაშვე და ყველამ ვიცით და დავინახეთ, რომ დღეს ხელისუფლება, შიმშილობის 37-ე დღეს ამბობს, რომ თურმე ადამიანი არ შიმშილობს, იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენია ქვეყნისთვის სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაძლო ადამიანმა ამდენხანს. ეს ხელისუფლება დამარცხდება, რადგან ნელ-ნელა იღვიძებენ ის ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება რაღაცას მაინც აკეთებდა, იღვიძებენ მოსამართლეები, რომლებიც დაუპირისპირდნენ კოლეგებს, იღვიძებენ პედაგოგები და ადამიანები, რომლებიც აქ ხართ და ხვალ უფრო მეტი გავხდებით. ამიტომ, ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ჩვენ გვაქვს ამ თავდადების მაგალითები, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის მოკლას ოღონდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ დავუთმობთ, არ მოვაკვლევინებთ და ამით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კორძაიამ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს