ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვალების 85% 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 60 წელს და ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, წამახალისებელმა მექანიზმმა და საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებამ ვაქცინაციის ტემპი უნდა გაზარდოს.

„ლეტალური გამოსავლის 85% 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ანუ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე. ამავე დროს, სულ 60 წლის მოსახლეობა ქვეყანაში გვყავს 796 ათასი და აქედან დღევანდელი რიცხვით აცრილია 276 678. ყველაზე მოწყვლადი ფენის დაახლოებით ნახევარი აცრილი არ არის. დღეს ყველაზე მეტი ფატალური გამოსავალი სწორედ ამ ასაკში გვაქვს. ამიტომ, საბჭოს დღვანდელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაწყვეტილება „მწვანე პასპტრტთან“ ერთად გახლავთ ის, რომ მონეტარული და სერიოზული წახალისებები ექნებათ ამ ადამიანებს. ეს არ არის ჩვენი „ქართული ველოსიპედი“, ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა იმუნიზაციის პროცესის გარკვეულ ეტაპზე. ვფიქრობთ, ამან უფრო მეტად უნდა წაახალისოს ეს მოწყვლადი ჯგუფი და სერიოზულად უნდა გავზარდოთ მოცვის მაჩვენებელი. ამას დასჭირდება მეტი საკომუნიკაციაო კამპანია, ამაზეც არის მონახაზი“,-განაცხადა გამყრელიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს