ანა ნაცვლიშვილი - მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდა გავიაზროთ, რომ ნავი, რომელშიც ყველა ერთად ვსხედვართ, შეიძლება ჩაიძიროს, შესაბამისად, საჭიროა მოქმედება

მიუხედავად უკიდურესად დაძაბული პიროვნული და პოლიტიკური ურთიერთობებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ნავი, რომელშიც ყველა ერთად ვსხედვართ, შეიძლება ჩაიძიროს, შესაბამისად, საჭიროა მოქმედება,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის არავინ ითხოვს რაიმე პრივილეგიას, არამედ კანონის და მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციის შესრულებას ითხოვენ.

"მოთხოვნა, რომ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, არ არის ახირება, გაჯიუტება ან პრივილეგიის მოთხოვნა, ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და ის, რასაც მოითხოვს ამ მთავრობისვე შექმნილი და ნდობაგამოცხადებული სამედიცინო კონსილიუმი, ასევე, სახალხო დამცველის ორი დასკვნა. ამიტომ, ვინმე გაჯიუტებული კი არ არის და განსაკუთრებულ, არგაგონილ პრივილეგიას კი არ ითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ მოვითხოვთ დაწერილი, ცხადი კანონის შესრულებას მასთან მიმართებით. მოვუწოდებდი ადამიანებს, ვინც ამ საკითხზე კომენტარს აკეთებენ ან გადაწყვეტილებას იღებენ, ვითარება არის ძალიან მკაფიო, ძალიან კრიტიკული და თუ მოვლენები განვითარდა მძიმე სცენარით, რომლის რეალობაც არსებობს ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე, შემდეგ ამოფარება ამ არგუმენტებზე (რაზეც ისინი საუბრობდენ) ,იქნება არამხოლოდ ამორალური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ მიუხედავად უკიდურესად დაძაბული პიროვნული და პოლიტიკური ურთიერთობებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ნავი, რომელშიც ყველა ერთად ვსხედვართ, შეიძლება ჩაიძიროს, შესაბამისად, საჭიროა მოქმედება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის