დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან, რომელიც საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. დავით ზალკალიანი მიესალმა ერიკა ოლსონის პირველ ვიზიტს საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში და მას შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრისას საგანგებო ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ერიკა ოლსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნდობის აღდგენისა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ინიციატივების შესახებ ერიკა ოლსონს ინფორმაცია მიაწოდა.

ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რეგიონული და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გასაძლიერებლად სტრატეგიული პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა