გიგა ბოკერია - ხელისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილის გლდანის საპატიმროში გადაყვანით მის პოლიტიკურ დამცირებას ცდილობს, რაც არის მათ მიერვე შექმნილ პრობლემაზე ნავთის დასხმა

პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში ხელისუფლება ცდილობს მის პოლიტიკურ დამცირებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცეცხლს ნავთს ასხამს ასეთი ნაბიჯით.

„ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობაზე და უტიფრობაზე ბევრად უფრო მეტია. როცა ხელისუფლებაში ხარ და შენ მიერვე შექმნილ პრობლემას, პოლიტიკური დევნის გამო, იმ რეაქციას, რაც ვნახე, ზემოდან ცეცხლს ნავთს ასხამ ასეთი დემონსტრატიული ნაბიჯით, პოლიტიკური პატიმრის სააკაშვილის გადაყვანით გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში, მისი პოლიტიკური დამცირებისთვის და რაც მთავარია, ამ საპროტესტო ტალღის კიდევ უფრო გამოწვევისთვის, ეს არის უზარმაზარი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და მთლიანად საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ბოკერიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“