აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან  მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოუწოდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, დღეიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „აღარ მიეცემა კანცელარიაში შესვლის და გამოსვლის საშუალება.

„ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველა დავრჩეთ, ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. მეტიც, ვინც გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით, პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი, მძლავრი აქცია გაგრძელდება. თუ ბატონი ღარიბაშვილი შიგნითაა, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა”, - აღნიშნა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ისინი არ დაიღლებიან.

„ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არ ვიღლებით და არ დავიღლებით. გპირდებით სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მე ან თქვენთან ერთად გამარჯვებული გავალ, ან სიცოცხლე არაფრად მიღირს“, - განაცხადა მელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს