ომბუდსმენის წარმომადგენელი - მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მისი განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა სასწრაფოს მანქანით
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღონღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის შესახებ ღონღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. „მას წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი განუცხადებია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, - განაცხადა ღონღაძემ.
ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.